მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა - რა უნდა გაითვალისწინონ კრედიტორებმა?

სები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

სებ-ის ინფორმაციით, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

სებ-ის განმარტებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან ანუ 11 ივლისიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N37მ, მე-8 სართული, ოთახი N5 (ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. წილები ასე ნაწილდება:

  • 68% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება AVMC CYP HOLDING LTD, HE 371448 /კვიპროსი/
  • 22% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბლუ ლიბრა კონსალტინგ ლიმითედ, C82975 /მალტა/
  • 10% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სი ბი ჰოლდინგ, 14441721 /ესტონეთი/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები