მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შპს "დილსიმ" მომხმარებლის უფლებები დაარღვია - კონკურენციის სააგენტო

63e381fe060c4
ინგა მურუსიძე
08.02.23 15:03
1298
აქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

აქვე, სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოველა მოვაჭრე ვალდებულია გასაყიდ საქონელსა და მომსახურებაზე მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს ფასი. აღნიშნული ეხება როგორც სარეწში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები