მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შქმერულის შემდეგ იაპონიაში ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო - საელჩო

60dabd3648620
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.21 10:30
1310
იაპონიაში შქმერულის შემდეგ ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იაპონურმა საკვები პროდუქტების მწარმოებელმა "Matsubara Shokuhin", საელჩოსთან თანამშრომლობით, შქმერულთან ერთად, ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოებაც დაიწყო.

ორივე პროდუქტის შეფუთვაზე ქართული დროშა და საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაციაა დატანილი“, - ნათქვამია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქართული კერძის - დაფასოებული შქმერულის გაყიდვა იაპონიაში ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში 2020 წლის იანვარში დაიწყო. მოგვიანებით კი გასული წლის ივლისიდან კომპანია „მაცუბარა ფუდს“-მა გაყიდვაში შქმერულის სწრაფად მომზადებადი პაკეტები გამოუშვა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები