მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრი-ლანკა ტურიზმის გასაზრდელად 35 ქვეყნის მოქალაქეებზე უფასო ვიზას გასცემს

ტურიზმი

შრი-ლანკის მთავრობა 35 ქვეყნის მოქალაქეებზე უფასო ტურისტული ვიზის გაცემაზე შეთანხმდა - გადაწყვეტილება ქვეყანას ტურიზმის გაზრდასა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს. 1 ოქტომბრიდან, 6-თვიანი საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მოგზაურები 30-დღიან ვიზას მიიღებენ.

“მთავრობის მიზანია, შრი-ლანკა უვიზო ქვეყნად აქციოს, როგორებიც სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი არიან, რათა სწრაფად მზარდი ტურიზმიდან შესაბამისი სარგებელიც მივიღოთ”, - განაცხადა შრი-ლანკის ტრანსპორტის მინისტრმა, ბანდულა გუნავარდანამ.

35 ქვეყანას შორის არიან: ინდოეთი, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, ავსტრალია, დანია, პოლონეთი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნეპალი, ინდონეზია, რუსეთი, ტაილანდი, მალაიზია, იაპონია და საფრანგეთი.

22-მილიონიანი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიამ პირველი დარტყმა კოვიდპანდემიის დროს მიიღო, შემდეგ კი 2022 წლის ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი პროტესტი და პირველადი მოხმარების საგნებზე დეფიციტი მოჰყვა.

თუმცა შრი-ლანკაში ტურიზმი აღდგენისკენ მიდის - 2023 წლის 8 თვეში ქვეყანამ 2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო - რეკორდული მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ. წელს მთავრობა 2.3 მილიონ ტურისტს ელის.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში ტურიზმის სექტორიდან შრი-ლანკას შემოსავალმა $1.5 მილიარდს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის იგივე პერიოდის შემოსავლებს - $875 მილიონს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები