რუსული კანონის მიღებით განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა დასაქმების ბაზარზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს და 2023 წელს არსებული პოზიტიური ტენდენცია შეცვალოს. Გასულ წელს საქართველოში უმუშევრობა რეკორდულ ნიშნულამდე შემცირდა- საქსტატის მონაცემებით, მიუხედავად გაზრდილი ემიგრაციისა და კადრების მკვეთრი დეფიციტისა, გაზრდილი იყო დასაქმებულთა რაოდენობა. რას უნდა ველოდოთ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე შრომით ბაზარზე, რა მოლოდინი აქვთ ამ კუთხით ბიზნესის წარმომადგენლებს და ანალიტიკოსებს?