"სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ეს სექტორი მაინც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურ მიმართულებად რჩება ამ კუთხით", - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „გერგილის“ დამფუძნებელმა, სოფიო ბერიშვილმა ისაუბრა.
„90-იანი წლებიდან ვართ ამ სფეროში. მაშინაც და დღესაც სხვანაირი მიდგომაა ამ საკითხებზე. რატომღაც შრომის უსაფრთხოებას მართებულად არ აღიქვავენ, ფიქრობენ, რომ მარტივი სფეროა და არ არის ყურადღება მისაქცევი, განსაკუთრებული პრობლემა ამ მხრივ სამშენებლო სექტორშია. ჩვენი კომპანიის გამოცდილებით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით იზრდება ცნობიერება, თუმცა რეგიონებში ეს საკითხი კვლავ პრობლემურია.“ - განაცხადა სოფიო ბერიშვილმა.
კომპანია „გერგილი“ 2002 წელს დაარსდა. მისი საქმიანობა მოიცავს გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც საქართველოში, აგრეთვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ სომხეთში.
რაც შეეხება კომპანიის მომსახურების ტარიფებს, ის კონკრეტულ საჭიროებებზეა დამოკიდებული, აქვთ სხვადასხვა პაკეტები და ფასები 250 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს.