მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები ბიზნესისგან წინასწარ მზადყოფნას მოითხოვს - სოფიო დუღაშვილი

სოფო დუღაშვილი
09.02.26 10:58
495

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც 2026 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში, უკვე აყენებს ბიზნესის მზადყოფნის საკითხს დღის წესრიგში. ამის შესახებ რუსთავის აზოტი ინდორამას იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, სოფო დუღაშვილი ამბობს.

მისი თქმით, ახალი რეგულაციების მიზანი ადგილობრივი შრომითი ბაზრის დაცვა და პროცესების სისტემური რეგულირებაა, თუმცა მათი ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დროულად გამოქვეყნებულ კანონქვემდებარე აქტებზე.

„ამ ეტაპზე კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, რათა შრომითი რესურსების დაგეგმვა და საოპერაციო პროცესების განხორციელება შეფერხებების გარეშე შეძლონ", - ამბობს დუღაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ადგილობრივი ბაზრის დაცვასა და გაძლიერებას ემსახურება, პრაქტიკაში არსებობს სპეციფიკური ინდუსტრიული სექტორები, სადაც ლოკალური შრომითი რესურსი სრულად ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს.

„ასეთ შემთხვევებში კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების ჩართულობა შეიძლება გადამწყვეტი იყოს და დამატებით ღირებულებად იქცეს ადგილობრივი კადრების პროფესიული განვითარებისათვის, განსაკუთრებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით", - აღნიშნა დუღაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ეფექტიანი ადმინისტრაციული მენეჯმენტი და დაბალანსებული მიდგომა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს შრომითი ბაზრის დაცვას და ბიზნესის უწყვეტ ფუნქციონირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები