მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შს მინისტრს გელა გელაძეს და მის პირველ მოადგილეს პოლიციის გენერალ მაიორის წოდებები მიენიჭებათ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გელა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.

„მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ - ბატონი გეკა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას მას დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ - მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები