მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს მინისტრს პირის პოლიციაში მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეეძლება

სს
09.12.24 22:09
1039

შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების მიხედვით, შს მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს.

დღეს მოქმედი კანონით, პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იყოს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

„2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იარსებებს. შესაბამისად, გასამხედროებული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროა, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესები მოდიფიცირდეს და პოლიციაში არსებულ პოზიციებზე, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიღების განსხვავებული წესები დადგინდეს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარედგინა, რომელიც პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები