მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს ყოფილი მინისტრი გეკა გელაძე შსს-ში ბრუნდება, ოღონდ - მოადგილედ

გელა გელაძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი უფროსი გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, მინდა გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, 14 სექტემბერს, გეკა გელაძის განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გელაძე წერს, რომ "პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად" თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ხუთი თვის განმავლობაში იმსახურა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში გეკა გელაძე უსაფრთხოების სამსახურის მეოთხე უფროსი იყო. მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები