მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: ამოღებულია ₾85 მილიონის 298 კგ ჰეროინი - დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე

ჰეროინი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 85 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე.

შსს-ს ცნობით, ნარკოტიკი აღმოაჩინეს სატვირთო მანქანაში, რომელიც სომხეთიდან, „გუგუთის“ საბაჟო პუნქტით შემოვიდა და ტვირთი ევროპაში უნდა გასულიყო. დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი ცეცხლგამძლე აგურით იყო დატვირთული, თუმცა სამართალდამცველებმა 600 პლასტმასის კონტეინერში ჰეროინი იპოვეს.

გამოძიება გრძელდება და სხვა მონაწილე პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები