მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს

5fa843f44b532
თელარა გელანტია
08.11.20 23:13
895
შსს ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს.

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ისმის სპეციალური ხმოვანი სიგნალი, რომლითაც შსს მოქალაქეებს დაშლისკენ მოწუოდებს.

„მოქალაქეებო გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - უკვე რამდენიმე წუთია, რაც აღნიშნული მოწოდება ისმის, თუმცა მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ შსს-მ აქცია წყლის ჭავლით ისე დაშალა, რომ სპეციალურ ხმოვან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით კი, უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები