მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს ე.წ. წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის გამოყენების მიზეზს განმარტავს

აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საპროტესტო აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

"მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებაში რეზინის ტყვიები ნახსენები არ არის, თუმცა მოქალაქეებს სწორედ ტყვიები აქვთ მოხვედრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები