მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ის განცხადება: პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა

აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რის გამოც, პოლიციამ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

"აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს.

მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს" - წერია შსს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეთა განცხადებით, პოლიციამ, ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

აქციის მონაწილეები, რომლებიც "რუსული კანონის" წინააღმდეგ არიან გამოსული, მშვიდობიან აქციას მართავენ.