მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-ის განცხადება: "თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება"

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე, - ამის შესახებ შსს-ის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ფოთში. მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები