მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს ლარსის საზღვრის რუსეთის მოქალაქეების მიერ კვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლარსი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. უწყების განცხადებით, აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-ს განმარტებით, ეს ინფორმაცია ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ემსახურება.

„განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები