მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს ლარსზე შემოსულ თითოეულ ადამიანს ამოწმებს - მინისტრის მოადგილე

63343acadd5ee
მარიამ იზორია
28.09.22 16:18
773
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრთა ნაკადები გაზრდილია.

მისი განცხადებით, თუ აქამდე დღის განმავლობაში დაახლოებით 6000-მდე რუსეთის მოქალაქე იყო შემომსვლელი, ახლა მათი რაოდენობა 45%-ით გაიზარდა.

„მოგეხსენებათ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია. თუკი სტანდარტულად დღის განმავლობაში 5 000 – 6 000 რუსეთის მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში 40-45%-ით გაიზარდა ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა", - განაცხადა დარახველიძემ.

ინფორმაციისთვის: უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის თავზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ საქართველოში შემოსული რუსი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები