მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმა

ფინეთის საგარეო

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5000 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

BM.GE არკვევს, მოასწრო თუ არა შსს-მ ჯარიმის ვალტონენისთვის გადაცემა მანამ, ვიდრე ის საქართველოს საზღვარს დატოვებდა.

ცნობისთვის, ეუთოს თავმჯდომარე 14-15 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციასაც დაესწრო.

15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ, "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო" ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. გუშინვე, ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რომ საგარეო მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, ვინაიდან მას აზერბაიჯანში გამგზავრება დაგეგმილზე ადრე მოუწია. მოგვიანებით, ელინა ვალტონენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები