მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-მ საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს.

უწყების ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბანგლადეშის, ყირგიზეთის, ეთიოპიის, იორდანიისა და შრი-ლანკის მოქალაქეები.

შსს-ს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები