მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-მ საქართველოდან უცხო ქვეყნის კიდევ 25 მოქალაქე გააძევა

მიგრაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან 25 უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, გაძევებულთა შორის არიან აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომხეთისა და ჩინეთის მოქალაქეები. უწყების ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ საქართველოში შემოსვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი გაძევების უზრუნველყოფა“, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები