მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-მ ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

61f756636d3e9
თელარა გელანტია
31.01.22 07:22
651

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


როგორც bm.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


ცნობისთვის: ტყიბულის შახტში აფეთქება შუაღამით მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით, 9 კი მძიმედ დაშავდა. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები