შსს მკაცრად აკონტროლებს, რომ საგამონაკლისო დაშვებებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შს სამინისტროს მხრიდან. ჩვენ ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ დაშვებებით ბოროტად არ ისარგებლონ. მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისი გადაადგილებაც დასაშვებია, მაგალითად კლინიკების ექიმების, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების თუ სხვა, ასევე იმ პაციენტების, რომლებიც კლინიკებს ტოვებენ, ყველა ამ პირის შეუფერხებელი გადაადგილების პირობები გამოქვეყნდება stopcov.ge-ზე", - განაცხადა ჩიქოვანმა.