მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

604de8c04271f
თამთა ჯიჯავაძე
14.03.21 14:39
1258
ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ მიმდინარე მასშტაბური აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აქცია ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე 13:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეები ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტას და ნათია თურნავას გადადგომასაც ითხოვენ.

"გადადგეს ნათია თურნავა" - ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ახალი მოთხოვნა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები