მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს სანომრე ნიშნების ფირფიტების შესყიდვაზე 16,6-მილიონიან ტენდერს აცხადებს

63eb9251794ce
თამთა ჯიჯავაძე
14.02.23 18:02
9812
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების და თერმოტრანსფერის ფირების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 631 675 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება სახელმწიფო სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის 2 500 000 ცალი ფირფიტის შესყიდვა, მათგან 2 295 000 სტანდარტული ზომის, 200 000 კვადრატული ფორმის და 5000 - დიპლომატიური სანომრე ნიშნებისთვის.

ამასთან, დაგეგმილია 3050 ცალი თერმოტრანსფერის ფირის (სავარაუდო რაოდენობებია ფერების მიხედვით: შავი ფერის - 3000 ცალი; წითელი ფერის - 50 ცალი) შესყიდვაც.

პირველი პარტიის - 300 000 ცალის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

მოწოდებულ ფირფიტებზე უნდა ვრცელდებოდეს მიწოდებიდან არანაკლებ 5-წლიანი საგარანტიო ვადა, ხოლო თერმოტრანსფერის ფირზე მიწოდებიდან არანაკლებ 2-წლიანი საგარანტიო ვადა.

წინადადებების მიღება 25 თებერვალს იწყება და 2 მარტამდე გასტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები