მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შტატების ხელისუფლებამ დამატებით 50-ზე მეტი ჩინური კომპანია დაასანქცირა

ტრაპმი / ძინპინი

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და გაშავებული კომპანიების ჩამონათვალში დამატებით 80-ზე მეტი სუბიექტი შეიყვანა. განსაკუთრებით მკაცრი აღმოჩნდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ჩინეთთან მიმართებით, რომელიც ამ სიაში დამატებით 50 კომპანიით იქნება წარმოდგენილი.

კომპანიებს, რომლებიც ამ სიაში ხვდებიან აშშ-ის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშად თვლის და ამერიკულ კომპანიებს მათთან ვაჭრობას უკრძალავს. რეალურად, ეს სანქცია ტექნოლოგიური და სამხედრო კომპანიების საწინააღმდეგოდაა მიმართული, რადგან ეს ორი სფერო ამერიკა-ჩინეთის ორმხრივ ვაჭრობაზე არის დამოკიდებული, რაც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად შეფერხდება.

თავად ეს გადაწყვეტილება არახალია, რადგან ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები თავის დროზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამაც გადადგა, როცა მიკროჩიპების, ნახევარგამტარების, AI-ის და ქლაუდ-ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული ასობით ჩინური კომპანია დაასანქცირა. როგორც იმ დროს ითქვა, თუ ჩინეთში წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიის ექსპორტი გაგრძელდება, ჩინეთი მას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს, რაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

ამერიკის შეერთებული შტატების ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ჩინეთი უპასუხოდ არასდროს ტოვებს. თავის დროზე, ჩინეთმა აშშ-ში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, ანუ ისეთი მოწყობილობების ექსპორტი აკრძალა, რომელთა გამოყენება შეიძლება, როგორც ყოველდღიური, ასევე სამხედრო გამოყენებისთვის, ანუ ძირითადად, ეს რეგულაცია დრონებს უკავშირდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები