მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ბულვარის და ქობულეთის სანაპიროს ზარალს კომისია შეისწავლის

ბა
29.11.23 20:00
520

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ბულვარის და ქობულეთის სანაპიროს მოწესრიგება მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ინტენსიურად ხორციელდება დასუფთავების და პარალელურად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.

მობილიზებულია ბათუმის და ქობულეთის მერიების ყველა შესაბამისი სამსახური. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს მობილური ჯგუფები, საგანგებო სიტუაციების სამსახური. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, სასეირნო და ველობილიკიდან ინერტული მასის გატანა მიმდინარეობს.

შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ყველა უწყებას და სამსახურს დაავალა დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო.

27 ნოემბერს, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები