მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შუა დერეფანი არის შესაძლებლობა და არა შემდგარი ფაქტი" - ნინო მენთეშაშვილი

fedx

„თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "საქმის კურსში" საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკურიერო და საფოსტო კომპანიებისთვის გამართული ინფრასტრუქტურის საჭიროება "შუა დერეფანში" ტვირთბრუნვის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

ნინო მენთეშაშვილი თვლის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე მიდგომები და ინფრასტრუქტურა ბიზნესის ჩართულობით და ინვესტიციებით უნდა განვითარდეს; სხვა შემთხვევაში თანამედროვე განვითარების ტემპს ვერ დავეწევით და ვერ შევძლებთ სატრანსპორტო ჰაბის ნიშის დაკავებას, რომლის ამბიციაც საქართველოს აქვს.

„შუა დერეფანი არის შესაძლებლობა და არა შემდგარი ფაქტი. შუა კორიდორი ჩვენ უნდა ვაქციოთ ფაქტად. ამას სჭირდება მრავალმხრივი მობილიზება, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება და მორგება, ინფრასტრუქტურული განვითარება და ინვესტიციები", - განაცხადა ნინო მენთეშაშვილმა.

მისივე შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვა დღევანდელ საქართველოში ძალიან რთულია და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

„საშინაო, საგარეო, საკანონმდებლო ფაქტორები ერთად ქმნის კარგ და ცუდ საინვესტიციო გარემოსაც; ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გარემოს გაუმჯობესება შეუქცევადი პროცესი გახდეს“, - აცხადებს საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები