მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა საერთო უნდა იყოს - ალიევი

64300387de7d3
მარიამ ვარადაშვილი
07.04.23 15:56
883
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” მნიშვნელობაზე საუბრობს. საუბარია პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი გეგმავს წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს. გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

“მრავალია წელია აზერბაიჯანული კომპანია SOCAR წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და რა ინფორმაციაც გუშინ მივიღე, ის გაზს 800 ათას მომხმარებელს აწვდის. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ენერგეტიკის მიმართულებით და დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ეს მასშტრაბური პროექტია, რომლის განხორციელებისთვის ერთობლივი ძალისხმევაა საჭიროა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხარდაჭერა. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდა",-განაცხადა ალიევმა. 

მისივე თქმით, შუა დერეფანში ტვირთბრუნვა წელსაც გაიზრდება. როგორც ალიევი ამბობს, ყველა ზომა უნდა გატარდეს იმისთვის, რომ საერთო სატარიფო პოლიტიკა დაინერგოს.

“შუა დერეფნით ახალი ტვირთის გატარება მოხდება. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იქნეს მიღებული იმისთვის, რომ იმისთვის რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ერთიანი ხედვა უნდა გვქონდეს რომ მივიზიდოთ გადამზიდავები”,-განაცხადა ალიევმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები