„შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა გაიზარდა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ასოციაციის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ე.წ „შუა დერეფნით“ 7.3 ათასი TEU კონტეინერი გადაიზიდა, 2023 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4 ათასი ერთეული იყო.
ასოციაციის ინფორმაციით, ტრანსკასპიური მარშრუტით, იანვარ- მარტში 771 ათასი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, 77.8%-ით მეტი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით.
გასულ წელს "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით" (TITR) ჯამში 2.76 მლნ ტონა ტვირთის გადატანა მოხდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტი იყო, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ კი, 20 200 ერთეული შეადგინა. ეს 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აღსანიშნია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ერთმანეთს აკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდგომ ევროპის ქვეყნებს.