წელს „შუა დერეფანში“ წელს ჩინეთიდან 100 ბლოკ-მატარებელს ელიან, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აქვეყნებს.
bmg -ის აზერბაიჯანული ბიუროს მონაცემებით კი, „ბაქოს საერთაშორისო პორტში“ 1-ელ თებერვალს, კიდევ ერთი ბლოკ - მატარებელი შევიდა, რომელიც აზერბაიჯანში ყაზახური აქტაუს პორტიდან ფიდერული გემით ჩავიდა.
შემადგენლობა 55 ერთეულ 40-ფუტიანი კონტეინერებს მოიცავს და მას ჩინეთიდან ევროპისკენ მსუბუქი ავტომობილები, მძიმე ტექნიკის ნაწილები და სხვა არასასურსათო პროდუქტები გადააქვს.
2024 წლის დასაწყისიდან, სიანიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით უკვე გაიარა 200-ზე მეტმა 40-ფუტიანმა კონტეინერმა.