მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუახევი ჰესმა" 2020 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით 200 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გამოიმუშავა

5ed10e4cb1466
BM.GE
29.05.20 17:30
1775
"შუახევი ჰესმა" კომერციული ოპერირება 2020 წლის თებერვალში დაიწყო და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პრაშანტ ჯოშის ინფორმაციით, ოპერირებაში შესვლის დღიდან, ჰესი უწყვეტ რეჟიმში, წარმატებულად ოპერირებს.

"შუახევი ჰესი" ყოველდღიურად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ქსელის მოთხოვნის შესაბამისად და დღემდე, 2020 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ჩვენ გადაჭარბებით 200 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ. ჰესის ხელმისაწვდომობა თითქმის 100%-ს უტოლდება, რაც მის გამართულ ოპერირებაზე მიუთითებს", - განაცხადა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა "საქმიანი დილის" ეთერში.

"შუახევი ჰესი" ენგურის შემდგომ, სიდიდით მეორე ჰესია საქართველოში. "შუახევის" ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.

"შუახევი ჰესი" წარმოადგენს შუახევისა (178მგვტ) და სხალთა (9მგვტ) ჰესების კასკადს, რომლის დადგმული სიმძლავრე 187 მგვტია. "შუახევის ჰესების" კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები