მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუქრუთის მცხოვრებლები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ

შურუთი

შუქრუთის მცხოვრებლები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს შუქრუთელების პრობლემების შესახებ.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები მაღაროების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან პროტესტის ნაწილმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა.

აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.

მაღაროების მმართველი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” აღნიშნულთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ შუქრუთელების უმრავლესობისთვის კომპანიას თანხა უკვე გადახდილი აქვს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების მიერ არის მართული და მენეჯმენტი საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები