„შუხმან ჯგუფი“ ვარაუდობს, რომ 2021 წელს ღვინის ბაზრებზე გაყიდვებს სრულად აღადგენს.
საკითხზე ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ცხადია, წელს ჩვენი მოლოდინი არის შემცირება. წლის ბოლომდე ჩვენს სექტორსა და კომპანიაში სიტუაციის გაჯანსაღებას არ ველოდებით და შეძლებისდაგვარად, ვაბალანსებთ რისკებს. 2021 წელს ვგეგმავთ ისე, რომ შევძლოთ სრული გაყიდვების აღდგენა იმ ბაზრებზე, სადაც კოვიდის გამო ვერ მოხერხდა აქტიური გადატვირთვები, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ წარმოება რჩება ეკონომიკაში, გრძელდება გადატვირთვები, ექსპორტი და დაახლოებით წლის ბოლომდე გვეცოდინება რა შედეგები გვაქვს კრიზისის შედეგად“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.