მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან კონტაქტს წყვეტს - გეტბერგი

შვედეთი

შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტთან კონტაქტი შეწყვიტოს. ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გეტბერგი X-ზე წერ.ს

"ჯგუფი ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას ეწინააღმდეგება და აკეთებს მოწოდებას საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ",- წერს გუსტავ გეტბერგი.

შეგახსენებთ, შვედეთმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა უკვე შეაჩერა. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida), რომელიც საქართველოში შვედეთის მხრიდან ყველაზე მსხვილ მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებდა, შვედეთის მთავრობის მითითებებს მიჰყვება. როგორც შვედეთის ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოსთვის 2023 წლის დახმარების მოცულობა თანხაში 232.53 მლნ შვედურ კრონას შეადგენს, რაც დაახლოებით 21,7 მლნ აშშ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები