შვედეთის განვითარების სააგენტომ (Sida) საქართველოსთან უწყებათაშორის სამთავრობო დონეზე თანამშრომლობა დროებით შეაჩერა. სააგენტო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ შვედეთის მთავრობის მითითებებს მიჰყვება. ამის შესახებ Bm.ge-ის საქართველოში შვედეთის საელჩოში განუცხადეს.
როგორც საელჩოში განმარტავენ, შვედეთი მზადაა აღადგინოს და გააფართოოს კიდეც საქართველოს მხარდაჭერა მაშინვე, როგორც კი ქვეყანა დაუბრუნდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შვედეთის მთავრობამ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაავალა შეაჩეროს შვედეთ-საქართველოს შორის პირდაპირი თანამშრომლობა, რაც ამ დრომდე გრძელდებოდა. შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ხელისუფლებასთან, "რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ვიცავთ".
აღსანიშნავია, რომ შვედეთის დახმარება საქართველოსთვის შეადგენს დაახლოებით 232 მილიონ კრონას წელიწადში [$21,7 მლნ]. წელს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის 25 მილიონი კრონა გამოიყო.
15 ქართული ღვინის კომპანია, რომლებმაც წელს შვედეთში ღვინო გაიტანეს