მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტებს აფინანსებს შვედეთი საქართველოში? - ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი მთავრობაა

შვედეთის საელჩო

შვედეთი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას დროებით აჩერებს. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida), რომელიც საქართველოში შვედეთის მხრიდან ყველაზე მსხვილ მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებდა, შვედეთის მთავრობის მითითებებს მიჰყვება. როგორც შვედეთის ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოსთვის 2023 წლის დახმარების მოცულობა თანხაში 232.53 მლნ შვედურ კრონას შეადგენს, რაც დაახლოებით 21,7 მლნ აშშ დოლარია.

აღნიშნული თანხა სხვადასხვა პროექტებზე ნაწილდება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი (106.68 მლნ შვედური კრონა) სექტორულ ჭრილში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე მოდის, მას მოჰყვება გარემოს დაცვა (64.2 მლნ შვედური კრონა) და სოფლის მეურნეობა (15.13 მლნ შვედური კრონა). ბიზნესის და სხვა სერვისების მხარდაჭერაზე კი 5.22 მლნ შვედური კრონაა გათვალისწინებული, რაც დაახლოებით 0,5 მლნ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება პროექტებზე ჩაშლილად, რაზე რამდენი თანხა იყო გათვალისწინებული, შვედეთის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა პროექტ Save the Nature Georgia-ზე (31 მლნ შვედური კრონა) მოდის, მას მოჰყვება E5P Eastern Europe Energy Efficiency and Environment partnership – Regional-ზე (28,9 მლნ შვედური კრონა), ასევე UN Joint Program on Gender Equality in Georgia III 2022-2026 (20,5 მლნ შვედური კრონა) და UNDP Governance Reform Fund Phase IV (13,3 მლნ შვედური კრონა). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერა თანხაში 9,1 მლნ შვედური კრონაა (854 210 აშშ დოლარი).

ასევე, 4,9 მლნ შვედური კრონა გათვალისწინებულია 2024 წელს საქართველოს მოსახლეობის აღწერის მხარდაჭერისთვის. აღნიშნული პროგრამა 2023 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და 2027 წლის ბოლომდე გრძელდება. გარდა ამისა, შვედეთის მთავრობას დაფინანსებული აქვს საქსტატის IT-ინფრასტრუქტურა 1,4 მლნ შვედური კრონათი ($138 869).

ჯამში საუბარია 50 პროექტზე, რომელთა დიდი ნაწილი დაწყებულია და მიმდინარე სტატუსი აქვს, მცირე ნაწილის განხორციელება კი უკვე დასრულებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები