ლაპლანდიის ერთ-ერთი პატარა ქალაქი, გლომრესტრასკი მზადაა, რომ ოჯახებს 900 ევროს ოდენობის თანხა გადაუხადოს, თუ კი ისინი იქ დასახლებას გადაწყვეტენ. ამის მიზეზი ქალაქის მოსახლეობისგან დაცლა გახდა. შესაბამისად, მთავრობამ რეპოპულაციის გეგმა შეიმუშავა, რომლითაც ცდილობენ, რომ ოჯახები აქ ცხოვრებით დააინტერესონ.