შვდეთის, ნორვეგიისა და დანიის ხელისუფლებების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 3 ქვეყანა NATO-ს გავლით ამერიკული კომპანიებისგან $500 მილიონის შეიარაღებას იყიდის და მას უკრაინას გადასცემს.
საუბარია Patriot-ის ტიპის სარაკეტო კომპელქსზე, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ანტი-სატანკო შიერაღებაზე. აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტს, $275 მილიონს შვედეთი გაიღებს. ნორვეგია ბიუჯეტიდან $146 მილიონს გამოყოფს, დანია კი - $90-ს. საერთო ძალისხმევით შეგროვებული თანხა იმ სქემის მიხედვით დაიხარჯება, რომელიც უკრაინის თავდაცვის ინტერესებს ყველაზე მეტად წაადგება.
შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის ხელისუფლებების მიერ თანხების ერთობლივად შეგროვება და შეიარაღების NATO-ს გავლით, ამერიკისგან შეძენა დაკავშირებულია შტატების მიერ ბოლო პერიოდში შეცვლილ პოზიციასთან. როგორც ცნობილია, ოფიციალურმა ვაშინგტონმა უკრაინისთვის გადასაცემი იარაღის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის მიყიდვა შეზღუდა და თუ რომელიმე სახელმწიფოს მსგავსი რამ მოუნდება, მან ეს NATO-ს გავლით უნდა გააკეთოს.
სამი ქვეყნის შეთანხმებას გამოეხმაურნენ NATO-სა და უკრაინაში. ალიანსის ხელმძღვანელმა, მარკ რუტემ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის ხელისუფლებებს მადლობა გადაუხადეს.



























