მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედი ავტომწარმოებელი მზის პანელებზე მომუშავე სატვირთოებს ტესტავს

ელექტრომობილები

ევროპის სატრანსპორტო სექტორი კონტინენტის ნახშირბადის ემისიების 25%-ზეა პასუხისმგებელი, დიდ გაბარიტიანი სატვირთო ავტომობილები კი საავტომობილო ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სურსათისა და სხვა ტვირთის გადაზიდვის შეზღუდვა წარმოუდგენელია, რადგან ამ პროცესს საკვებისა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტამდე მივყავართ.

შვედურმა ავტომწარმოებელმა “Scania” ამ გამოწვევის საპასუხოდ რამდენიმე გზას განიხილავს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Euronews-თან აღნიშნავს, ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ტრადიციული, შიდა წვის ძრავზე მომუშავე სატვირთოების ჩანაცვლებაა შესაძლებელი, მზის ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტია.

ერიკ ფალკგრიმის თქმით, უკვე არსებობს ელექტროსატვირთოები, რომელთა წარმოებაც 10-15 წლის წინ ზედმეტად ძვირი ჯდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ბევრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. Scania-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მზის ენერგიაც დროთა განმავლობაში უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი ხდება, რის გამოც კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას იწყებს.

გეგმის თანახმად, ორი ნაწილის - ტრაქტორისა და ტრაილერისგან - შემდგარ სატვირთოებზე, მზის პანელები სწორედ მათ საბარგულებზე განთავსდება. ფალკგრიმის განმარტებით, ამ სისტემის უპირატესობა ისაა, რომ მზის პანელები შესაძლოა, ჰიბრიდულ ტრაქტორს დაუკავშირდეს და დამატებითი ბატარეის ფუნქცია შეასრულოს, რაც 200 კილოვატ/საათი ენერგიის შენახვის საშუალებას იძლევა - სამჯერ უფრო მეტის, ვიდრე ელექტროსატვირთო. გარდა ამისა, მზიან ამინდში მართვისას ბატარეები დამატებით ენერგიას გამოიმუშავებს.

მზის ჰიბრიდული სატვირთოები შვედეთში ტესტირებას ამ მომენტშიც გადის და ეს პროცესი 2024 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები