მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედური Klarna აქციებს საფონდო ბირჟაზე განათავსებს

Klarna

ციფრული გადახდების შვედური სტარტაპი Klarna საჯარო კომპანიად გადაკეთდება და მომავალ წელს აქციებს ამერიკულ ბირჟაზე განათავსებს. როგორც ირკვევა, შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა, მაგრამ კონკრეტულად რამდენ აქციას გამოიტანს Klarna ბაზარზე და რა ფასად, ჯერჯერობით, უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, Klarna $14.6 მილიარდად არის შეფასებული, რაც, მართალია, მეტია, ვიდრე კომპანიის 2022 წლის შეფასება, მაგრამ მკვეთრად ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს, ელექტრონული კომერციის ბუმის პირობებში დაფიქსირებული $45.6 მილიარდი. თავის დროზე, Klarna მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი იყო, მაგრამ მოგვიანებით უკრაინაში ომი დაიწყო, რამაც გლობალურად ინფლაცია და რეფინანსირების განაკვეთები გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები