მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიამ 2050 წლამდე ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულამდე დაყვანას მხარი დაუჭირა

649560bb0cba5
სალომე ხიდურელი
25.06.23 19:39
945
შვეიცარიის მოსახლეობამ 2050 წლისთვის ქვეყნის სათბურის აირის ემისიების ნულამდე დაყვანის ახალ კანონს მხარი დაუჭირა. 18 ივნისს ხელისუფლების კლიმატის დაცვის მიზნების, ინოვაციებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების სტრატეგიის აქტს ამომრჩეველთა 59%-მა მისცა ხმა.

ადგილობრივი მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ შვეიცარიელებმა კლიმატის კანონის მნიშვნელობა მალევე გაიაზრეს და 2050 წლისთვის ნახშირბადის ემისიების შემცირებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს.

აღსანიშნია, რომ კანონპროექტი 2022 წლის სექტემბერში პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა მემარჯვენე ოპოზიციამ რეფერენდუმი მოითხოვა.

შვეიცარია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ განსაკუთრებით მოწყვლადია, ქვეყანაში 2022 წელს საშუალო ტემპერატურაზე 2.5 გრადუსით მეტი დაფიქსირდა. აღსანიშნია ისიც, რომ შვეიცარია თავისი ენერგიის ¾-ს, მათ შორის სათბურ საწვავს, უცხოეთიდან ყიდულობს. ხელისუფლების განცხადებით, წიაღისეული საწვავი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, ასევე ის კლიმატისთვის საკმაოდ დამაზიანებელია. აქედან გამომდინარე, გარემოს დაბინძურებისა და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ქვეყნის პარლამენტმა ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების მოხმარების შემცირება გადაწყვიტა. ამ მიზნით მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები