მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიამ $8.8 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა - Reuters

ფფ

შვეიცარიამ დაახლოებით, $8.8 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Reuters-ი შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული თანხა შესაძლოა შეიცვალოს, რადგან იგი სასანქციო სიის რედაქტირებასა და ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვების შედეგებზეა დამოკიდებული.

გასულ წელს შვეიცარიამ 7.5 მილიარდი ფრანკის ოდენობით აქტივები გაყინა. წელს კი გაყინული აქტივების თანხა უფრო მაღალია.

გამოცემის ცნობით, გაყინული აქტივების ზრდა განპირობებულია 300 პირისა და 100 კომპანიისა შავ სიაში დამატებით, რომლებიც სანქციების სიას ბოლო 12 თვის განმავლობაში დაემატნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები