მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ვენსი

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ მომლაპარაკებელ ჯგუფთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა. ამ დროისთვის შეხვედრის ზუსტი დეტალები უცნობია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები.

ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე შედიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. რაც შეეხება ირანის მხარეს, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უძღვება.

შვეიცარიაში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს:

„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საკუთარი ძვირად დაფინანსებული პროქსი (მარიონეტული) ძალები ლიბანში პრობლემების გამოწვევისგან. თუ ამას არ იზამენ, ირანს კვლავ ძალიან მაგრად დავარტყამთ, როგორც გასულ კვირას გავაკეთეთ, თუმცა უფრო ძლიერად".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები