მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიელმა ინვესტორმა რონალდ ვოლდმენმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა

icsid

შვეიცარიელმა ინვესტორმა რონალდ ვოლდმენმა და მის მიერ საქართველოში დაფუძნებულმა კომპანია შპს “ბაზელმა” საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. 
ICSID-ის ვებგვერდის თანახმად, საქმე უძრავი ქონების პროექტს უკავშირდება, რომელთან დაკავშირებითაც ინვესტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მას დიდძალი ფინანსური ზარალი მიაყენა.

როგორც ცნობილია კომპანიის საკუთრებაში კრწანისის ქუჩაზე 20 ჰექტარის უძრავი ქონება მდებარეობს. კომპანიამ კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენციის ტერიტორია 2004 წელს შეიძინა, 2015 წელს აღნიშნული ქონება სასამართლომ დააყადაღა.

ICSID-ის მიხედვით, მომჩივანი მხარის პოზიციებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა DLA Piper-ი წარმოადგენს, საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალის ვებ-ვერდზე დამატებითი ინფორმაცია არ არის წარმოდგენელი.

მოპასუხე მხარეები იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროები არიან.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს “ბაზელის” დირექტორი და 89%-იანი პარტნიორი შვეიცარიის მოქალაქე რონალდ ვოლდმენია, ხოლო 11%-იანი წილის მფლობელი აშშ-ის მოქალაქე ჯოელ გოლოვენსკია. რეესტრის თანახმად, ქონებას თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აკრძალვა ადევს, რის გამოც მისი გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აკრძალულია

BMG როგორც რონალდ ვოლდმენს, ასევე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს კითხვით - რას უკავშირდება საარბიტრაჟო დავა და რა თანხა არის კომპენსაციის სახით მოთხოვნილი.