მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის ახალი ელჩი საქართველოში ფაბიენ ვასერმანია

შვეიცარიის ელჩი

შვეიცარიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. როგორც საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება, 2026 წლის 27 აგვისტოს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

"შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულმა ელჩმა დაადასტურა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებაში.ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში", - წერია საგარეო უწყების პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები