მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციას მამუკა მერკვილაძე უხელმძღვანელებს

Transterminal
11.03.24 15:22
453

შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციას მამუკა მერკვილაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ მერკვილაძე გამოცდილი კადრია და დარწმუნებულია, რომ უფლება-მოვალეობებს წარმატებით შეასრულებს.

„ბატონი მერკვილაძე ძალიან გამოცდილი ადამიანია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის შეასრულებს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელიც აკისრია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერის მრჩევლის, ზურაბ აბაშიძის შეფასებას, როგორც ის ამბობს, „საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა დიპლომატიურ მისიებში ხელმძღვანელების შერჩევა. მე ბატონ მერკვილაძეს პირადად არ ვიცნობ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის წარმატებით შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც მას ევალება და დანარჩენის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ზურაბ აბაშიძე პრემიერის მრჩევლად დაინიშნა, მას კი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლებდა, სწორედ ქაჯაიას პოსტს დაიკავებს მამუკა მერკვილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები