შვეიცარიის საერთაშორისო ინსტიტუტმა, IMD თიბისი ჯგუფის წარმატების შესახებ case study გამოაქვეყნა. დოკუმენტში, რომელიც სტუდენტების სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული, დეტალურადაა განხილული, როგორ გარდაიქმნა თიბისი, ადგილობრივი ბანკიდან, რეგიონში ფინანსური სერვისების მომწოდებელ ლიდერ კომპანიად. აღსანიშნავია რომ IMD-ის case study ისეთ ცნობილ კომპანიებსა და ბრენდებზე აქვს გამოქვეყნებული, როგორებიცაა: Apple, Amazon, Mastercard, ING, GE, Philips, adidas, Disney, ამ სიას კი თიბისიც შეუერთდა.