მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიულმა UBS-მა კატარის შეიხს $9 მილიარდი ასესხა

კატარი

შვეიცარიულმა საბანკო-საფინანსო გიგანტმა, UBS-მა კატარის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შეიხს, ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანინს 9 მილიარდი დოლარი ასესხა. ეს UBS-ის მიერ კერძო პირზე გაცემული კრედიტის ერთ-ერთი უმსხვილესი მოცულობაა, რაც ბანკისა და კატარელი შეიხის ურთიერთობას უსვამს ხაზს.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანინს აქტიური ბიზნესკავშირები ჰქონდა UBS-თან, უფრო მეტიც, კატარელი მილიონერების მიერ შვეიცარიულ ბანკში ანგარიშების გახსნა სწორედ ამ ურთიერთობით იყო განპირობებული.

ექსპერტების შეფასებით, $9-მილიარდიანი სესხით UBS-ს კატარის ბაზარზე პოზიციის გამყარება და ქვეყნის უმდიდრესი მოსახლეობის გადაბირება სურს, რადგან, მოგეხსენებათ, ნავთობით მდიდარ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია ულტრამდიდარი შეიხების რაოდენობა, რომელთაც სანდო საბანკო-საინვესტიციო პარტნიორი სჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები