მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვიდ მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი მანქანები გადაეცა - რა ჯდება ტექნიკა?

6444ffbb3f3fc
BM.GE
23.04.23 13:58
1673
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 11 ერთეული, 7 მ³ და 13 მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადასცა.

კერძოდ:
1. სენაკის მუნიციპალიტეტს - 2 ერთეული 13 მ³ მანქანა,
2. ხობის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
3. ფოთის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
5. წალენჯიხას მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 7 მ³ მანქანა,
6. აბაშის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 2 ერთეული 13 მ³ მანქანა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II)” ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცა ნარჩენების შესაგროვებელი 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კონტეინერი და ურნა, ხოლო 74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ტექნიკური საშუალებების ღირებულება 6 800,000 ევრომდე შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები