მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სი ძინპინის მოწვევით ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვევა

ჰჯჯ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოქტომბერში ჩინეთს ეწვევა.

როგორც თავად პუტინმა თქვა, მან სიამოვნებით მიიღო ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოწვევა, ჩავიდეს ჩინეთში.

"ოქტომბერში ვეწვევი ჩინეთს, სადაც სი ძინპინის იდეით დაფუძნებულ საერთაშორისო ბრენდის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ჩინეთს ბოლოს 2022 წლის თებერვალში ეწვია, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე.

სწორედ ამ ვიზიტისას რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე, რითაც ხაზი მხარეთა დაახლოებას გაუსვეს.